Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სტუდია 9
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: https://www.studio9.ge

"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი
** ყოველწლიური/ყოველთვიური საბუღალტრო ოპერაციის შესრულება - საცდელი ბალანსის მომზადება, აქტივების გადაფასება და სხვა
** ფინანსურ დეპარტამენტში შემოსული პირველადი დოკუმენტების ანალიტიკა, სისრულის კონტროლი, სათანადო ბუღალტრული კვალიფიკაციის მინიჭება და შემდგომი მსვლელობის მიცემა და შესაბამისი მონიტორინგი;
** შრომითი ანაზღაურებისა და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** სამშენებლო მიმართულებით, მშენებლობის პროცესში მარაგების შეძენისა და შემდგომი ხარჯვის მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი, დეკლარირება, ყველა სხვა საგადასახადო ვალდებულების მონიტორინგი;
** ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (SARAS) შესაბამისი უწყისების მომზადება;
** ფინანსური აუდიტის პროცესში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროგრამები: საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა; პროგრამა ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე