დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დედო გასტრო
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
რძის პროდუქტების საწარმოში არსებული გასტრო სივრცე აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ავთანდილის ქ. #18
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 2/2-ზე (2 დღე მუშაობთ 2 დღე ისვენებთ) თვეში 15-16 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 900-1000 ლარი (მზარდი ანაზღაურებით).
კვება: ერთჯერადი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის განთავსება სავაჭრო სივრცეში;
** სავაჭრო სივრცეში განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადების კონტროლი;
** მმართველი მენეჯერის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება;
** საერთაშორისო სტანდარტით და საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 557 591 474 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე dedogastro@gmail.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მოლარე-კონსულტანტი".
|
|
|
|