"კავკასიის ავტოიმპორტი", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს `კავკასიის ავტოიმპორტი` საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. https://cai.ge/ | https://www.facebook.com/CAIGeo | https://www.linkedin.com/company/caucasus-auto-import
"კავკასიის ავტოიმპორტში" გაყიდვების პროაქტიული გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში, თბილისში, საბითუმო გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:
** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.self.ge/s/Fs63
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
|