Робота для біженців з України
დაგეგმარების ინჟინერი - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაგეგმარების ინჟინერი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
თანდართული ფაილი: 634259_2025___Application_Form_GE_8150899.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში დაგეგმარების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველ კვირეულ სარემონტო სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** სარემონტო მასალების და სარემონტო მომსახურებების შეკვეთის ჩასმა SAP სისტემაში;
** სამუშაო დავალება განწესების შექმნა SAP სისტემაში, გატარებული სამუშაო საათების ასახვა სისტემაში;
** სარემონტო მასალების შემოთავაზების დამუშავება და ბაზის შესაქმნელად ფაილის მომზადება;
** მიმდინარე შეკვეთების და ზამთრის რემონტების შეკვეთების მონიტორინგი;
** სახარჯი და კრიტიკული მასალების სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** სარემონტო დეპარტამენტის შეხვედრების ოქმების წარმოება;
** მესამე მხარის მომსახურებების მიღება ჩაბარების აქტების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების და სასაწყობე მარაგების ინვენტარიზაცია;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

სასურველია გქონდეთ:

** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
** SAP-ის პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** სატელეფონო ლიმიტი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაგეგმარების ინჟინერი (კასპი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე