Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კერამიკა საქართველო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"კერამიკა საქართველო" - წარმოადგენს მსოფლიო დონის ბრენდების ინოვაციურ პროდუქტებს სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალების მიმართულებით, რომელიც აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე:

მოვალეობები:

** სოციალური ქსელების (Facebook/Instagram) მართვა;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის მომზადება და განთავსება (პოსტი, სთორი, რილსი);
** ქოფირაითინგი;
** გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: Photoshop, Canva, CapCut;
** სოციალური მედია ტრენდების მონიტორინგი და ახალი იდეების ინიცირება;
** ციფრული მედიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია - კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ხელფასს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N18

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კერამიკა საქართველო"- სოციალური მედიის მენეჯერი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე