Робота для біженців з України
საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** სადაზღვევო პროგრამაში ოპერაციების განხორციელება;
** დოკუმენტაციის შემოწმება და დამუშავება;
** სადაზღვევო პროგრამაში ხელშეკრულებების და პოლისების აღრიცხვა/ცვლილებების განხორციელება;
** პოლისების ანულირება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საოპერაციო აღრიცხვის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე