დასახელება:
ავტო დაკრედიტების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ავტო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ფილიალი: ქუთაისი 3-ის ფილიალი (მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოსესხების/განვადებების დამუშავება/გაცემა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
** პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** ავტო-სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შეფასება და საბაზრო ღირებულების დადგენა;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
** პოტენციური მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|