Робота для біженців з України
საოპერაციო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო სპეციალისტი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ფინანსური კომპანია "eMoney" (სს "იმანი ჯორჯია") აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია სთავაზობს დასაქმებულს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და სხვადასხვა ბენეფიტებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული საფულის მართვა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისების მომხმარებლისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანზაქციების გადამოწმება/დამუშავება/გაუქმება/აღდგენა;
** მომხმარებლის მხარდაჭერის ცენტრის მიერ დაფიქსირებული პრობლემების/საკითხების მოგვარება;
** პრობლემის/დავალების შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა/დაფიქსირება;
** დაფიქსირებული საკითხების რეპორტინგი.
** საჭიროებისას მომხმარებელთან გასაუბრება (შეხვედრა/სატელეფონო)
** სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელ. ფოსტის საშუალებით;
** ვერიფიკაციების-შემოწმება/დადასტურება/უარყოფა;
** პარტნიორ კომპანიებთან მიმოწერა, საკითხის დაფიქსირება/მოგვარება;
** ყოველთვიური შედარებებისას ხარვეზის აღმოცენის შემთხვევაში ტრანზაქციების დაკორექტირება;
** მომხმარებლის მხარდაჭერის ცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტების ატვირთვა და მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შევსება, დადასტურება და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი
** 10:00-19:00

(ოფიციალურ უქმე დღეებში დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, დამატებითი ანაზღაურებით)

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ ანაზღაურებას.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "იმანი-ჯორჯია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე