Робота для біженців з України
გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია დეიზი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
სარეკლამო საწარმო "დეიზი", რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. "დეიზის" წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.

"დეიზის" საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება. კომპანია ეძებს გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელს.

სამუშაო განაკვეთი- სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი)
ადგილმდებარეობა- თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
ექვემდებარება- წარმოების ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: დამზადების სპეციალისტები, აზომვების სპეციალისტი, მონტაჟის სპეციალისტები, CNC რუტერის დანადგარის ოპერატორი (სულ 15-20 თანამშრომელი)

მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე რეკლამის განყოფილების წარმოების პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება და კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;
** დამზადების და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური ნახაზის შედგენისას დიზაინერებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მასალების და ტექნიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მართვა;
** რთულ პროექტებზე ტექნიკური კონსულტაციის გაწევა და ჩართულობა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა და გუნდის განვითარება;

მოთხოვნები:

** გარე რეკლამის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელის პოზიციაზე)
** გუნდური მუშაობის უნარი და წარმოების პროცესების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური განათლება;

რას გთავაზობთ:

** მოჭრილი ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ტელეფონი;
** სტაბილური გარემო;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 ივნისი, 2025.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე