დასახელება:
პიცის მცხობელი
|
მომწოდებელი:
პანუოცო
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.
თუ გსურს, იყო სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ"-ის იტალიური სწრაფი კვების ბრენდი "პანუოცო" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას - 1200 ლარი;
** ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** Fitpass;
** დაზღვევა;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პიცის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და კალკულაციების შესაბამისად;
** კერძების ვიზუალური გაფორმება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით შეფ-მზარეულთან და სუშეფთან კომუნიკაცია;
** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სამუშაო პროცესის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული ან საშუალო განათლება კვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - vacancyf.b@icr.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პიცის მცხობელი".
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|