Робота для біженців з України
კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სს სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურება;
** კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
** კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
** იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
** კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Excel ცოდნა;
** სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივნისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე