დასახელება:
ფიზიკური თერაპევტი
|
მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.
ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" აცხადებს კონკურსს ფიზიკური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად თბილისში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სასურველია ბავშვებთან/შშმ ბავშვებთან მუშაობის, გამოცდილების ქონა;
პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** პუნქტუალური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
სამუშაო განრიგი შეთანხმებით
ანაზღაურება ჩატარებული სესიების მიხედვით, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიული ცოდნა;
განაცხადის წარმოდგენის პროცედურები
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელ.ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება.
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. რეზიუმე CV
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი;
განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com, "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
საკონტაქტო ტელეფონი: 595 037045.
|
|
|
|