დასახელება:
დემი შეფ-მზარეული
|
მომწოდებელი:
Novotel Tbilisi Center
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ახალი ბრენდული სასტუმრო "Novotel Tbilisi Center" (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ- Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ დემი შეფ-მზარეულს.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; რეცეპტურის დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის ყველა შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხის კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავება და თვითღირებულების გამოთვლის პროცესში ჩართულობა;
** საკვები პროდუქტების დახარისხება, შენახვა, წინასწარი მარაგებით საწყობების შევსება;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰასპის სტანდარტების ცოდნა;
უნარები:
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
** კვება თანამშრომლებისთვის
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|