დასახელება:
სტაჟირება მონიტორინგის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე მონიტორინგის დეპარტამენტში!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!
აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!
უმნიშვნელოვანესია:
** აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** თვითგანვითარებაზე მუშაობის უნარი;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული.
სტაჟირებაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR-თან;
** Excel-ის საბაზისო ტესტირება;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთო და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება:
** პროგრამებში მუშაობაში;
** თანამშრომელთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვაში;
** კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგში;
** დარღვევების იდენტიფიცირებაში;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოებაში;
სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #145
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სტაჟირების ანაზღაურება: 1000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|