Робота для біженців з України
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე

"Hampton by Hilton Batumi" გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი!

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე კანდიდატს დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე, რომელიც იზიარებს სისუფთავის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას და მზად არის უზრუნველყოს სტუმრებისთვის მყუდრო და სუფთა გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, საერთო სივრცეების, კორიდორების, კიბეების დასუფთავება;
** ლობის და ლიფტების დასუფთავება;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სართულებზე არსებული ნაგვის შეგროვება და ნაგვის ურნაში გადაყრა;
** ქიმწმენდის აპარატით ავეჯის წმენდა;
** ფანჯრების და შუშების წმენდა;
** დამლაგებლების ტროლების შევსება შესაბამისი ნივთებით და ინვენტარით;
** ტექნიკური პრობლემებისა და უსაფრთხოების რისკების შესახებ ანგარიშის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
** საჭიროების შემთხვევაში სამრეცხაო დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სასტუმროს წესების დაცვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
** დასაქმების თარიღი: 2025 წლის ივლისი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_dgzj5/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე