Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

"ავტობანი" წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების გამართულად აღრიცხვა, პროგრამული გატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა (თანხის მითვლა და გასწორება);
** გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** თანხობრივი ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დამატებითი ინფორმაცია:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე