Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "GROUND 84" - მილანური ბისტროსა და ესპრესო კაფეთა ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო სისტემა "FINA"-ში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ნაშთების შედარება და კონტროლი;
** მიღებული შეკვეთების პროგრამული ასახვა;
** RS.ge-ზე ზედნადებების და ფაქტურების გაწერა;
** ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვა და რეპორტინგი;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი და მათთან შედარების აქტების მომზადება;

მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამა "FINA" -ში და მსგავს სფეროში (კვების ქსელური ობიექტები) მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წლიანი არის აუცილებელი
** ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წერეთლის ქ.
ანაზღაურება: 2500 ლარიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: coffeeshopge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე