დასახელება:
ღამის ცვლის დიასახლისი
|
მომწოდებელი:
Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"Hotel Tbilisi Saburtalo by Mercure" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დიასახლისის პოზიციაზე.
"Hotel Tbilisi Saburtalo by Mercure" იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში განთავსებული ნომრების არსებული სტანდარტების შესაბამისად დალაგება;
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში სტუმრისთვის დახმარების გაწევა;
** სასტუმროს საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა.
სამუშაო განრიგი: 22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე
მისამართი: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. #15
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
კვება, დაზღვევა, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N2-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28/05/2025
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|