დასახელება:
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Gold Way Group
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის წარმართვა მომხმარებლებთან;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და კვარტალური/წლიური მიზნების მიღწევა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
სავალდებულო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/umtsrosi-gayidvebis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან ელ.ფოსტაზე: hello@goldway.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი გაყიდვების მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|