Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Wyndham Grand Tbilisi Hotel
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების განყოფილების სტანდარტების დაცვა;
** ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მონიტორინგი;
** შენობის რეგულარული პატრულირების განხორციელება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის დაფიქსირება;
** არასასურველი პირის დროული გასტუმრება სასტუმროს ნორმალური ფუნქციონირების ჩაშლის გარეშე;
** სასტუმროს ქონების დაცვა და ნებისმიერი საეჭვო ან უცნაური ქმედების უშუალო ზედამხედველისთვის მოხსენება;
** მოხსენება ქურდობის, ინციდენტის, უბედური შემთხვევის, ხანძრის შესახებ;
** სტუმრებისთვის საგანგაშო ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, სასტუმროს საგანგაშო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით დახმარების გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა სტუმრების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** კარიერული განვითარების საშუალებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wyndhamgrandtbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. "Wyndham Grand Tbilisi" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და დამუშავების პრინციპების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე