Робота для біженців з України
უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: Wyndham Grand Tbilisi Hotel
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების მართვა და კონტროლი;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სხვა სისტემების მართვა
** ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** შეადგინოს დაცვის თანამშრომლების შემოვლის სქემა.
** კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმის მომზადება და თანამშრომლების შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
** ზედამხედველობის გაწევა ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისთვის.
** თანამშრომლების რეგულარული გადამზადება უსაფრთხოების წესებსა და პროცედურებში;
** აღკვეთოს ნებადაურთველი პირების შემოსვლა სასტუმროში და გასვლა სასტუმროდან და იყოს ყურადღებით სასტუმროში მოსიარულე საეჭვო პირების მიმართ.
** თანამშრომელთა და სატრანსპორტო საშუალებათა სათანადო კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის, სამუშაოს ორგანიზების და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wyndhamgrandtbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. "Wyndham Grand Tbilisi" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და დამუშავების პრინციპების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე