დასახელება:
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ცენტრალური ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** შოურუმში მიმდინარე გაყიდვების პროცესების მუდმივი კონტროლი;
** გაყიდვების თანამშრომლების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** თანამშრომელთა დატვირთულობის განსაზღვრა და გრაფიკების შედგენა;
** გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის არხებში სპეციალური შეთავაზებების ინიცირება;
** მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის მიზნით, შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** ახალი მომხმარებლისთვის, კომპანიაში არსებული პროდუქციისა და სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა და გრძელვადიანი თანამშრომლობის პირობების შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში, რეგიონებსა და ფილიალებს შორის პროდუქციის მოძრაობის კოორდინაცია;
** გაყიდვების პროცესისთვის საჭირო ინვენტარის მარაგების კონტროლი და სარეზერვო შეკვეთების განხორციელება;
** გაყიდვების თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმის შედგენა და განვითარების უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების კონტროლი, მონიტორინგი და რეპორტინგის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მომხმარებელთა უკუკავშირის კვლევების მუდმივი ანალიზი და გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაცნობა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის კვლევების ანალიზის საფუძველზე, პროცესების გაუმჯობესების ინიცირება/გაუმჯობესება;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გუნდის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გამოაგზავნე განაცხადი
|
|
|
|