დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კანტი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, საკვების (სამაცივრე, ბაკალეა) მიმართულებით:
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძვანელის დახმარებით
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყდვების გუნდსა და პარტნიორებთან
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ.
მოთხოვნები:
** მცირე გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00
ანაზღაურება: პირველი 3 თვე 2500 ლარის ოდენობით (ფიქსირებული), 3 თვის შემდეგ 4000 ლარის ოდენობით. (ფიქსირებული + ბონუსი)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
** ფიტპასი;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** მანქანის საწვავის ლიმიტი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** 3 ანაზღაურებადი Day Off;
** მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ);
** დაბადების დღის საჩუქარი;
** კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით);
** 30 % - იანი ფასდაკლება "ამბოლის" სრულ ასორტიმენტზე;
** 25 თეთრიანი ფასდაკლება მანქანის საწვავზე, პარტნიორ კომპანიაში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|