დასახელება:
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
კომპანია "Space Cargo" (https://www.spacecargo.ge/Home) აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქ. ქუთაისის სერვის ცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
** ამანათების მიღება/დახარისხება, შესაბამის თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათების გაცემა, უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** პერიოდულად საწყობის აღწერა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:30, შაბათი 11:00-15:00
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეც. ტარიფი კომპანიის სერვისებზე;
** ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსები
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge; ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი ქუთაისი).დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|