დასახელება:
ბელბოი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო მითი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სასტუმრო "მითი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ანაზღაურება: 800 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, მათი ბარგის სასტუმროში შეტანა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სასტუმროს სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
** მოთხოვნისამებრ სტუმრების ბარგის სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ უსაფრთხოების ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მენეჯერის დავალებით სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებითა უზრუნველყოფას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: mit.tbilisi@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 555105194
სასტუმრო "მითი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|