დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში
სამუშაო ადგილი თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების პრინციპები, მერჩენდაიზინგის საფუძვლები, მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობები, მომსახურების სრული სპექტრი;
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლები;
** ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დადგენილია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ცოდნა
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@floreal.com.ge და "subject"-ში თბილისის ფილიალის შემთხვევაში მიუთითოთ Atelier Rebul დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|