Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Prime Fit
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Prime Fit" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71

მოთხოვნები:

** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის დახვედრა;
** შემომავალი სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** კლუბის კლიენტების კონსულტაცია ფიტნეს კლუბის დამატებითი სერვისების შესახებ;
** არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა;
** კონფლიქტების მოგვარება;
** ბიზნეს პროცესები და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სალარო აპარატთან და საოფისე სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პოზიტიური დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** სტრესთან განმკლავების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარები.
** გამოცდილება ამ სფეროში აუცილებელია.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების კონკურენტუნარიან სისტემას (ხელფასი + ბონუსი + გაყიდვების პროცენტი);
** ოფიციალური დასაქმება;
** მეგობრული გუნდი;
** საინტერესო კორპორაციული ცხოვრება;
** უფასო ფიტნესი თქვენთვის და ერთი ახლო ნათესავისთვის;
** კორპორაციული ფასდაკლება კლუბის დამატებით მომსახურებაზე;
** ფასდაკლებები ფიტნესზე ოჯახისა და მეგობრებისთვის;
** თანამდებობაზე შესვლის პროცესი გამოცდილი მენტორის მეთვალყურეობით;
** კორპორაციული ტრენინგი პროფესიონალური ფიტნეს გაყიდვების ტექნოლოგიაში;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული და პროფესიული ზრდა.

თუ ხართ დაინტერესებული, შემოუერთდეთ "Prime Fit"-ის მეგობრულ გუნდს, გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: tsotskolauri.m@primefit.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე