დასახელება:
ფეიროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას HR და ადმინისტრაციის დეპარტამენტში ფეიროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა ხელფასების, საბონუსე ანაზღაურებისა და სხვა სარგოების დროული და ზუსტი დარიცხვა;
** შრომით ხელშეკრულებებსა და შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
** საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების გამოთვლა და შესაბამის უწყებებთან ურთიერთობა;
** ფეიროლის პროცესის ავტომატიზაციაში მონაწილეობა და პროცესის გაუმჯობესების ინიციატივები;
** სხვა დაკავშირებული ამოცანებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი (სასურველია ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** Excel-ის ცოდნა საშუალო ან მაღალ დონეზე; საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ფეიროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00სთ - 18:30სთ;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფეიროლის სპეციალისტი".
|
|
|
|