დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Miniso
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 24 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (მომგროვებელი-მძღოლის) პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის სამუშაოებში ჩართულობა-პროდუქციის მოგროვება;
** დისტრიბუციაში ჩართულობა;
** პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საწყობის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა და პროდუქციის შესაბამისი კლასიფიკაციით განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული 5 სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი;
** ანაზღაურება: 1400 ლარი +ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9ESMRh0d
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|