დასახელება:
შემთხვევის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სტუდია ეიდისი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემთხვევის მართვის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ რუსთავში.
"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.
შემთხვევის მართვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** რთული ქცევის ფუნქციური შეფასება;
** ბენეფიციარის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა;
** ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
** ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირების სუპერვიზია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან სუპერვიზორი/კონსულტანტი;
** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (მინიმუმ ბაკალავრი)
პიროვნული უნარები:
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების მიმართ მედეგობა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** CV
** ქცევის გამოყენებით ანალიზში გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი
გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე.
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შემთხვევის მართვის მენეჯერი"
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 599949215 (გვანცა კალანდაძე)
|
|
|
|