დასახელება:
მზარეული, მიმტანი
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ტიბაანელი
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
მეღვინეობა "ტიბაანელი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი
1. მზარეული (ცვლაში)
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და კრეატიულ მზარეულს, რომელიც იზრუნებს ღვინოსთან ჰარმონიული და ესთეტიკურად მორგებული კერძების მომზადებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ღვინოსთან შესაფერისი გემოვნური დაფების (ყველის, ძეხვის, ხილეულის და სხვა კომპონენტების) მომზადება;
** ქართული ცომეულის მომზადება (ხაჭაპური, ლობიანი და სხვ.);
** მსუბუქი დესერტების მომზადება, რომლებიც უხდება ღვინოს;
** ინგრედიენტების ხარისხისა და სისუფთავის კონტროლი;
** სამზარეულოს სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** პროდუქტების სწორად შენახვა და საწყობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა, სისუფთავის მაღალი სტანდარტის დაცვა;
** კრეატიულობა და ღვინოსთან მორგებული კერძების შექმნის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა, დღეები შეთანხმებით.
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება + ბონუსი.
2. მიმტანი (ცვლაში)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის მიღება, მაგიდის გამოყოფა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
** შეკვეთების მიღება და პროგრამაში ასახვა;
** მენიუში არსებული კერძების, მათში არსებული ინგრედიენტების ცოდნა და შეთავაზება;
** აქტიური კომუნიკაცია ბართან და სამზარეულოსთან;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სერვისის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სრულყოფილ საკომუნიკაციო დონეზე;
** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა, დღეები შეთანხმებით.
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება + ბონუსი, ასევე თიფსი სრულად.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: winery@tibaaneli.ge
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 198 626, +995 599 530 370
|
|
|
|