დასახელება:
პროექტის გარე შემფასებელი
|
მომწოდებელი:
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 მაისი
|
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" აცხადებს კონკურსს პროექტის გარე შემფასებლის ვაკანსიაზე
დამსაქმებლის შესახებ:
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი უზრუნველყოფს თანაბარი დასაქმების შესაძლებლობებს.
ვაკანსიის შესახებ:
** ვაკანსია: CPR პროექტის გარე შემფასებელი
** ორგანიზაცია: "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"
** დასაქმების ადგილი: თბილისი.
** სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა: 3 კვირა
** ანაზღაურება: ფონდი დასაქმებულს შესთავაზებს კონკურენტულ ანაზღაურებას
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 მაისი
ინფორმაცია CPR პროექტის შესახებ:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი #ENI/2021/429-043 სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფისთვის საქართველოში
პროექტის განმახორციელებლები არიან "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" 6 პარტნიორთან: ალტერნატივა ჯეორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, კავშირი ნაბიჯი მომავლისაკენ და ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი ერთად.
პროექტის ზოგადი ამოცანაა: ხელი შეუწყოს ადამიანის უფრო მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესების გზით ასევე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავებით.
პროექტის გარე შემფასებლის პასუხისმგებლობაა:
** შეაფასოს პროექტის შესრულება ლოგიკური ჩარჩოს და შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით და გაანალიზოს პროექტით დაგეგმილი ზეგავლენის ეფექტურობა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციაზე ზრუნვის, ულებების და პრევენციის სფეროზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში
** მოგვაწოდოს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების და გამოწვევების შესახებ და რეკომენდაციები
** მოამზადოს საბოლოო შეფასების ანგარიში ინგლისურ ენაზე
** ანგარიშში უნდა აისახოს შესაბამის პერიოდში პროექტის მიზნების მიღწევის ხარისხის შეფასება; და, ასევე, პროექტის ზემოქმედებისა და შესაძლო არაპირდაპირი ეფექტების შეფასება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის პრევენციის სფეროებში.
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ჯანდაცვის, ადიქციის, ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის ან სოციალური მუშაობის სფეროებში
მოთხოვნები:
** პროექტის შეფასების გამოცდილება (უპირეტესობა მიენიჭება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების შეფასების გამოცდილებას)
** მუშაობის გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის დარგში
** ზეპირი და წერითი ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია/CV და ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე:
** წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროექტის გარე შემფასებლის ვაკანსიისთვის" - თქვენი სახელი და გვარი
** გთხოვთ გაითვალისწინოთ: ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 მაისი 2025 წელი
მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: gio@csf.ge; irma@csf.ge (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);
საკონტაქტო პირი: ირმა ხაბაზი
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის" მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|