Робота для біженців з України
გაქირავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაქირავების მენეჯერი
მომწოდებელი: Axis Towers
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"აქსის თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელფასის ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი (ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი 1500 ლარიდან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00, 1 საათი შესვენება)

"აქსის თაუერსი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული ობიექტების გაქირავების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დადასტურებული სტრატეგიის, განვითარების და გეგმის მიხედვით მოქმედება.
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომპლექსის სივრცეში იჯარით დაინტერესებული იურიდიული და/ან ფიზიკური პირებისთვის პრეზენტაციის ჩატარება.
** არსებული და პოტენციური მოიჯარეებისთვის კომპლექსში არსებული ფართების დათვალიერება.
** ხელშეკრულების გაფორმებისთვის და ნებისმიერი გარიგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** გაქირავებულ ობიექტში მოიჯარისთვის ინსტრუქციების/წესების გაცნობა.
** უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი შესწავლა და ანალიზი.
** მარკეტინგის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია კომპლექსის განვითარების მიმართულებით, ასევე გაქირავების მასტიმულირებელი აქტივობების შემუშავების პროცესში ჩართულობა.
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობა სხვადასხვა რელევანტურ გამოფენებში და/ან ვორქშოფებში.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** გაყიდვების და/ან გაქირავების სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია უძრავი ქონების და/ან სტუმარმასპინძლობის სფეროში.
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** სავალდებულოა სერვის პლუსის სტანდარტების ცოდნა.

თვისებები & უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივნისისა.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე