Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზის პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის პროგრამისტი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის პროგრამისტის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია:

** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** MS SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** არსებულ ფუნქციონალში ცვლილებების შეტანა
** პროგრამული ხარვეზების მოძიება/გასწორება
** ახალი ფუნქციონალის შემუშავება/დანერგვა
** კონფიგურაციის განახლება/ტესტირება
** კონფიგურატორში ახალი ობიექტების დამატება და სწორი პარამეტრების განსაზღვრა;
** წვდომის უფლებების გაცემა; მომხმარებლების დამატება/მონიტორინგი;
** მარტივი პროცესების აგება;
** საბეჭდი ფორმების აწყობა;
** აღნიშნულ სფეროში განვითარების სურვილი;
** პროგრამაში ინციდენტების გარჩევა დამოუკიდებლად და მათი აღმოფხვრა;
** შეცდომების მოძიება კოდში და მათი გასწორება;
** სტრუქტურირებულ მოთხოვნათა ენის (SQL) ცოდნა და მარტივი რეპორტების აწყობა;
** "დამუშავებების" შექმნა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/6e2176dd40387b84608a54c930700f86

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე