დასახელება:
ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
ტენდერი: სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვა
ორგანიზაცია: ა (ა)იპ "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი"
"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.
"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
ორგანიზაცია მიმდინარე წლის 22-28 ივნისს გეგმავს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას ქ. ბათუმში.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე პირებისთვის საჭიროა სასტუმროს და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვა შემდეგი პირობებით:
სასტუმროში განთავსება:
** შემოსვლა - 22 ივნისი, გასვლა 28 ივნისი;
ოთახების რაოდენობა - 7 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით);
** შემოსვლა - 22 ივნისი, გასვლა 25 ივნისი;
ოთახების რაოდენობა - 7 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით);
** შემოსვლა - 26 ივნისი, გასვლა 28 ივნისი;
ოთახების რაოდენობა - 5 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით);
** შემოსვლა - 26 ივნისი, გასვლა 28 ივნისი;
ოთახების რაოდენობა - 15 (ერთადგილიანი განთავსებითა და საუზმით);
საკონფერენციო დარბაზი და კვება:
თარიღი - 22 ივნისი:
** კვება - ვახშამი;
** სტუმრების რაოდენობა - 14.
თარიღი - 23-24 ივნისი:
** რაოდენობა - 1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 14;
** წყობა - U-Shape;
** აღჭურვილობა - პროექტორი, ეკრანი, ფლიპ-ჩარტის დაფა, ფურცლები, ფანქრები;
** წყალი - მინის ბოთლებში;
** კვება - 2 (ორი) ყავის შესვენება და სადილი.
თარიღი: 25 ივნისი:
** რაოდენობა - 1 საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 30;
** წყობა - თეატრალური;
აღჭურვილობა: პროექტორი, ეკრანი, მიკროფონები: 2 ხელის მიკროფონი;
** წყალი - მინის ბოთლებში;
** კვება - მსუყე ყავის შესვენება.
თარიღი: 26 ივნისი:
** რაოდენობა - 1 საკონფერენციო დარბაზი;
** მონაწილეების რაოდენობა:
** დარბაზი - 20 მონაწილე
** წყობა - U-Shape (ორივე დარბაზში);
აღჭურვილობა:
** დარბაზი - პროექტორი, ეკრანი, ფურცლები, ფანქრები;
** წყალი - მინის ბოთლებში;
კვება: დარბაზი - ყავის შესვენება, სადილი, მსუყე ყავის შესვენება.
თარიღი: 27 ივნისი:
** რაოდენობა - 2 (ორი) საკონფერენციო დარბაზი;
** საკონფერენციო ოთახი 1:
** სტუმრების რაოდენობა - 80;
** წყობა - თეატრალური, სცენა პანელისთვის;
აღჭურვილობა - სცენა (ხუთი მოდერატორის განთავსებისთვის შესაბამისი), 5 (ხუთი) ხელის მიკროფონი,
წყალი - მინის ბოთლებში;
კვება - მისასალმებელი ყავის შესვენება, სადილი.
საკონფერენციო ოთახი 2:
** მონაწილეების რაოდენობა:
** დარბაზი - 20 მონაწილე
** წყობა - U-Shape
აღჭურვილობა:
** დარბაზი - პროექტორი, ეკრანი, ფურცლები, ფანქრები;
** წყალი - მინის ბოთლებში;
კვება: დარბაზი - ყავის შესვენება, სადილი, მსუყე ყავის შესვენება.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
** სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქ. ბათუმში;
** აუცილებელია, რომ საკონფერენციო სივრცეების ფართობი იძლეოდეს სტუმრების მოთხოვნილი წყობით სრულფასოვნად განთავსების შესაძლებლობას;
** სასტუმრო ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი;
** სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტურიზმის უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციებს და სტანდარტებს.
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
** სასტუმროს ოთახებისა და საკონფერენციო დარბაზის ამსახველი ფოტოები;
** მენიუ (ყავის შესვენება, სადილი, ვახშამი);
** მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისის 12:00 საათისა.
|
|
|
|