Робота для біженців з України
საოპერაციოს ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციოს ექთანი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს საოპერაციოს ექთნის ვაკანსიას.

მისამართი: წინანდლის ქ. N9, 300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საოპერაციოში- მინიმუმ 1 წელი;
** ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საოპერაციოში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
** მანიპულაციის პროცესში ექიმის ასისტირება დადგენილი წესების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;
** საოპერაციო იარაღის დამუშავება-სტერილიზაცია;
** საოპერაციო მასალის სტერილიზაცია.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პაციენტზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი

კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV და დიპლომის დასკანერებული ვარიანტი ან დიპლომის ფოტო გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე