Робота для біженців з України
სენდვიჩების ამწყობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენდვიჩების ამწყობი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით სენდვიჩების ამწყობის პოზიციაზე კომპანიის ცენტრალურ წარმოებაში

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 16:00-24:00 კვირაში 6 დღე, დასვენება კვირა (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
** ანაზღაურება: 1000ლ + გამომუშავებით ანაზღაურება
** სამუშაო ადგილი: აფრიკა, ჭიჭინაძის 17 (ცენტრალური საწარმო).

ძირითადი მოვალეობები:

** სენდვიჩების ასაწყობად მასალების მომზადება და აწყობა
** ლანჩბოქსების შიგთავსის მომზადება და აწყობა
** ჰიგიენური ნორმების დაცვა

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge ან მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/NjNGEWRvdPqP3Ttr5.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე