დასახელება:
დამლაგებელი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://group.vig/) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
ლოკაცია: გლდანი, მარატ ნოზაძის 6
გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი.
პასუხისმგებლობები:
** ყოველდღიურად ოთახების, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების სველი წესით (სპეციალური ხსნარით) დალაგება/დასუფთავება.
** დღის მანძილზე ოფისში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
** სამუშაო ოთახებსა და სივრცეებში განთავსებული ავეჯის, ინვენტარისა და აპარატურის დასუფთავება;
** სველ წერტილებში ჰიგიენური პროდუქციით (თხევადი საპონი, ხელსაწმენდი ქაღალდი, საპირფარეშოს ქაღალდი) დისპანსერების მომარაგება და დღის განმავლობაში მარაგის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დამლაგებელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 ივნისამდე.
|
|
|
|