Робота для біженців з України
ჯგუფის ხელმძღვანელი ნავთობის დაღვრის რეაგირების მიზნით - ჯანდარა, ბორჯომი, წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის ხელმძღვანელი ნავთობის დაღვრის რეაგირების მიზნით
მომწოდებელი: სანიტარი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფის ხელმძღვანელს ნავთობის დაღვრის რეაგირების მიზნით. ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ოპერაციების კოორდინაციას, გუნდური მუშაობის ეფექტიანობასა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას, რათა მოხდეს ზღვისა და სახმელეთო გარემოს დაბინძურების დროული პრევენცია და ლიკვიდაცია.

განთავსების ლოკაციები:

** გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ჯანდარა
** ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი
** წალკის მუნიციპალიტეტი, წალკა
** მობილური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ნავთობის დაღვრის ინციდენტებზე რეაგირების სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი.
** რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელობა საველე პირობებში.
** სპეციალური აღჭურვილობის მართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა.
** გუნდური მუშაობის წარმართვა და დავალებების ეფექტური გადანაწილება.
** თანამშრომლობა შესაბამის სახელმწიფო და კერძო უწყებებთან ინციდენტების მართვის პროცესში.
** ინციდენტების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გარემოსდაცვითი, საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულების უმაღლესი განათლება ან სერტიფიკატი (სასურველია).
** ნავთობის დაღვრის რეაგირების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე.
** ლიდერული უნარები და გუნდის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა.
** მზადყოფნა საველე პირობებში მუშაობისთვის (ზღვა, ნაპირი, სხვა ლოკაციები).
** საოპერაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. (სასურველია)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ტრანსპორტირება სამუშაო ადგილზე.
** ეკიპირების სრული უზრუნველყოფა.
** პროფესიული განვითარების ტრენინგები.
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ სასურველი სამუშაო ლოკაცია ჩამოთვლილ ვარიანტებიდან.

თქვენი CV გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: sanitary@sanitary.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე