Робота для біженців з України
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: BSMG
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი შპს "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაოს გრაფიკი: სრული;
დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე;
ანაზღაურება: (შეთანხმებით).

ძირითადი მოვალეობები:

** დაალაგოს და დაასუფთაოს ადმინისტრაციული შენობის საოფისე ფართი, ეზო, დერეფნები, სანიტარული კვანძები, საპირფარეშოები, გადაწმინდოს მტვერი, მოწმინდოს იატაკი, ფანჯრის რაფები, ფანჯრები, ჭერი, ავეჯი და ა.შ.;
** გაწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტაროს უნიტაზებს, ხელსაბანებსა და სხვა სანიტარულ-ტექნიკურ მოწყობილობებს;
** შეაგროვოს ნარჩენები და გაიტანოს მათთვის გამოყოფილ ადგილას;
** მონაწილეობა მიღოს ოფის-მენეჯერის მიერ დაგეგმილ სანიტარულ დღეებში;
** დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

დამსაქმებლის ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: vacancy@bsmg.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე