დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ბებე+
|
გამოქვეყნდა: 10 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
ტანსაცმლის მაღაზია "ბებე+", ქ. გორში, ახალი ფიალის გახსნასთან დაკავშირებით, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 6/1-ზე, (6 საათიანი ცვლები)
სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ხელფასი: თვეში 780 ლარი + ბონუსი
პოზიციის მიზანი:
სალაროს ოპერაციების ზუსტად და უსაფრთხოდ განხორციელება.
პასუხისმგებელია სალაროში თანხების სისწორის, უსაფრთხოების და დროულად ჩაბარების პროცესზე.
უზრუნველყოფს ყველა ფინანსური ოპერაციის სრულ შესაბამისობას კომპანიის დადგენილ პროცედურებთან და სტანდარტებთან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების სწორად განხორციელება;
** ნაღდი ფულის და ბარათით გადახდების უსაფრთხო და ზუსტი მართვა;
** პროდუქციის ფასების სწორი მითითება და ფასდაკლებების სისტემური მართვა;
** მომხმარებლის შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და თავაზიანი პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისთვის სპეციალური აქციების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიაში მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** კომპანიის შიდა წესების და პროცედურების დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hrinfo.bebe@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ბებე+" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|