Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბებე+
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ტანსაცმლის მაღაზია "ბებე+", ქ. გორში, ახალი ფიალის გახსნასთან დაკავშირებით, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ხელფასი: თვეში 1200 ლარი + ბონუსი

პოზიციის მიზანი:

ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ფილიალის ოპერაციული, გაყიდვების და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვა, კომპანიის სტანდარტების და მიზნების შესაბამისად.
გუნდის პროფესიონალიზმის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა, ყოველდღიური ოპერაციების მართვა, მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და ფილიალის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ზედმიწევნით შესრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ზედამხედველობა;
** გაყიდვების შესრულებაში გუნდის დახმარება;
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** პროდუქციის სწორად განლაგება და ფასების მონიშვნა;
** მოლარე-კონსულტანტებისა და კონსულტანტებისთვის ინსტრუქციების გაცემა და შესრულებული საქმის მუდმივი ზედამხედველობა;
** სალაროსთან მუშაობა (გაყიდვა, თანხის გატარება-დაბრუნება, გადახდის დამუშავება);
** მარაგების პერიოდული გადამოწმება და ფასდაკლებული პოზიციების მონიშვნა;
** ფილიალის ვიზუალური სტანდარტების ყოველდღიური მონიტორინგი;
** საჩივრებზე სწრაფი რეაგირება და გადაჭრა პირველ ეტაპზე;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** ახალი თანამშრომლების სამუშაო პროცესში ინტეგრაციის მხარდაჭერა და გადამზადების ორგანიზება;
** ფილიალის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების პირველადი კონტროლი (სალაროს ნაშთები, დღის ჩაბარება);
** გაყიდვების ზრდის სტიმულირებისთვის შიდა ინიციატივებისა და აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ფილიალის საოპერაციო და ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hrinfo.bebe@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ბებე+" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე