Робота для біженців з України
მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებელი
მომწოდებელი: Liberō Minds Center
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
გინდა, ყოველდღე მოდიოდე სკოლაში, სადაც შეგიძლია იყო კრეატიული, ჭკვიანი, მხიარული და თავისუფალი?
სადაც მასწავლებელი თვითონაც სწავლობს ბავშვებისგან?
სადაც გაკვეთილი შეიძლება დაიწყოს კითხვით და დასრულდეს ექსპერიმენტით ან პოეზიით?

"Liberō Minds Center" ეძებს მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვში ხედავენ თანასწორ ადამიანს და სჯერათ, რომ სწავლება არის დიალოგი და არა მონოლოგი. ვინც ბავშვებს აძლევს გამოხატვის თავისუფლებას და არა ჩარჩოებს. ვისთვისაც სწავლება არ არის მექანიკური ვალდებულება, არამედ შთაგონების წყარო.

"Liberō Minds Cente"r არის სივრცე, სადაც:

** მასწავლებელი არის მეგობარი, მენტორი და არა ავტორიტეტი
** ყველა ბავშვი მნიშვნელოვანია
** სწავლა ხდება თამაშით, ხელოვნებითა და თავისუფალი აზროვნებით

გახსოვს, როგორი მასწავლებელი გინდოდა ბავშვობაში?

შესაძლოა, სწორედ შენ ხარ ის, ვინც ახლა ვიღაც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება.

უბრალოდ მოგვწერე რატომ გინდა ჩვენთან ყოფნა: liberomindsschool@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.

მისამართი: ქ. თბილისი, ა.ცაგარელის N94

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე