Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე. (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც)
** ანაზღაურება სრულ განაკვეთზე: 1400-1700 ლარი (ფიქსირებული + ბონუსები)
** ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი
** ბონუსი: შესრულებული გეგმების შესაბამისად
** თვეში საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1400-1700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად გამავალი და შემომავალი ზარების წარმოება;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

აუცილებელი უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** გამართულად მეტყველება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვებში ან ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@bmcapital.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე