დასახელება:
F&B მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Grand Gloria
|
გამოქვეყნდა: 09 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი / სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის/ბარის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
** გუნდის ხელმძღვანელობა, ტრენინგი;
** მენიუს დაგეგმვა შეფ-მზარეულთან ერთად, პროდუქტის ხარისხისა და მრავალფეროვნების მუდმივი გაუმჯობესება;
** მარაგების და ხარჯების კონტროლი და შესყიდვების დაგეგმვა;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და სერვისის გაუმჯობესება;
** მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერა (საგემოვნო საღამოები, აქციები, მენიუს განახლებები და ა.შ.)
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Micros პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 8 ივნისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@grandgloria.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " F&B მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
|
|
|
|