დასახელება:
ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
|
მომწოდებელი:
რესტორანი ტაბლა
|
გამოქვეყნდა: 09 მაისი
/ ბოლო ვადა: 09 ივნისი
|
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.
თუ გსურს, იყო სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ"-ის მაღალი კლასის ქართული რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას - 900 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
** ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** Fitpass;
** დაზღვევა;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების დროული მიღება და მიწოდებისთვის მზადყოფნაში მოყვანა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** დელივერი კურიერთან შეკვეთების დროული გადაცემა და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან დაზუსტება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - vacancyf.b@icr.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი"
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|