Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=632993&print=yes&view=jobs
 
ცხელი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ტაბლა
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

თუ გსურს, იყო სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ"-ის მაღალი კლასის ქართული რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 40 საათიან სამუშაო კვირას;
** ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** Fitpass;
** დაზღვევა;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი რეცეპტურებისა და პროცედურების მიხედვით მენიუს კერძების მომზადება;
** მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით შეფ-მზარეულთან და სუშეფთან კომუნიკაცია;
** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სამუშაო პროცესის წესების დაცვა;
** შეფ-მზარეულისა და სუ-შეფის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან საშუალო განათლება კვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკვები ნედლეულის შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -   vacancyf.b@icr.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ცხელი კერძების მზარეული".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია