Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება-გადამისამართება.
** კომპანიიდან გასაგზავნი და შემოსული კორესპონდენციის მომზადება, გაგზავნა, გადამისამართება.
** კომპანიაში სტუმრის მიღება, გამასპინძლება, გასტუმრება.
** შეხვედრების ოთახის მომზადება და სტუმრის მისაღებად მოწესრიგება.
** თანამშრომლებისთვის რეპორტების დაბეჭდვა-აკინძვა, მომზადება.
** კომპანიისთვის შეკვეთების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების დროული და სწორი მონიტორინგი-კონტროლი.
** ყოველთვიურად ბოლტის ინვოისების შემოწმება და დასადასტურებლად ხელმძღვანელთან გადაგზავნა.
** თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა.
** ხელმძღვანელის მითითებით კანდიდატების გასაუბრებაზე/ტესტირებაზე დაბარება.
** კომპანიის ტექნიკურ პერსონალთან გამართული და დროული კომუნიკაცია.
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება.
** უშუალო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება.
რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავსს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.ecovis.ge

შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ecovis.ge.

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : +995 032 243 22 81, info@ecovis.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე