Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=632985&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.

"ელთიბის" ადმინისტრაციული სამსახურის გუნდში ვეძებთ ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერის მენეჯერს.

ძირითადი საქმიანობა:

** ადმინისტრაციული საორგანიზაციო საკითხების მართვა;
** კორესპონდენციისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების ადმინისტრირება;
** სამეურნეო მარაგებისა და და საკანცელარიო სახარჯი მასალების კოორდინირება;
** კორპორატიული ინვენტარისა და საკომუნიკაციო სისტემების გამართულად მუშაობის კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციული/ საქმისწარმოების/ მარაგების მარვის მუშაობის სპეციფიკის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; Word, Excel, PowerPoint, Outlook;
** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
ლოკაცია: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის N21
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:30-18:30 საათი

თუ გსურთ პროფესიულად განვითარდეთ და გაზარდოთ კომპანიის რესურსი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება/CV ელფოსტაზე: vacancy@ltb.ge

არ დაგავიწყდეთ, თემაში (Subject) პოზიციის მითითება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია