დასახელება:
გათბობის სისტემების ინჟინერი
|
მომწოდებელი:
კაპექსი
|
გამოქვეყნდა: 09 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
შპს "კაპექსი" აცხადებს ვაკანსიას გათბობის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00);
** სამსახური ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს ქვეყნის ფარგლებში (ანაზღაურდება სამივლინებო ხარჯი);
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე;
** ანაზღაურება ფიქსირებული (NET): 2800 + ბონუსი (გამომუშავებით).
ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებზე ვიზიტი გათბობის სისტემის შემოწმებისათვის, პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გათბობის სისტემის მომსახურება და შეკეთება;
** დროულად ჩააყენოს საქმის კურსში ხელმძღვანელობა რათა უზრუნველყოს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა, იმ შემთხვევაში თუ თვითონ ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საგანგებო სიტუაციების დროს და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზაობა, რომელიც ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად;
** კომპანიის შრომის შინაგანაწესის დაცვა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** თანამშრომლის სარგებლობაში მყოფი, კომპანიის ავტომობილის, მოვლა-პატრონობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** სასურველია პროფესიული ტექნიკური განათლება.
Pპიროვნული უნარები:
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა;
** საპენსიო პროგრამა;
** კომპანიის ავტომობილი და საწვავი;
** შვილის ყოლის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი პრემია;
** დირექციის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა.
შერჩევის ეტაპი:
I ეტაპი- ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kapex.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გათბობის ინჟინერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.05.2025.
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|